მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრომანები არ უქმდება - მერია

61f138dff371d
ინგა მურუსიძე
26.01.22 16:16
1005
1-ელი თებერვლიდან დედაქალაქში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემა ამოქმედდება, თუმცა აქვე აღსანიშნია, რომ მოქალაქეები, რომლებსაც აბონემენტების შეძენა არ სურთ, მეტრომანებით კვლავ ისარგებლებენ. 

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მეტრომანებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

"სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები - მეტრომანები უქმდება, რაც სიცრუეა.

აღნიშნული სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად, სამგზავრო აბონემენტების პარალელურად. გარდა ამისა, სრულად ნარჩუნდება ბარათზე აქამდე არსებული ბალანსები და აღნიშნული თანხის გამოყენება მგზავრს შეუფერხებლად შეუძლია.

მეტრომანით მგზავრობის საფასურის გადახდა აქამდე შესაძლებელი იყო მეტროთი, ავტობუსით და საბაგიროთი მგზავრობისას, ამჟამად კი, ასევე, შესაძლებელია ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობისას.

თბილისის მერიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება, რომ აქამდე მოქმედი ბარათები რჩებოდა ძალაში. მომავალშიც, ნებისმიერი მსგავსი სიახლის შესახებ ინფორმაციას პირველ რიგში, მერია გაავრცელებს", - ნათქვამია ურბანული სამსახურის განცხადებაში.