მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიზელის საწვავის ევრო 5 სტანდარტზე გადასვლა 2023 წელს იგეგმება - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

62137d7ff03bc
სალომე მეცხვარიშვილი
22.02.22 09:40
1020
დიზელის საწვავზე ევრო 5-ის სტანდარტის დანერგვის ვალდებულება საქართველოში მომდევნო წლიდან უნდა შევიდეს ძალაში. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

აღნიშნული რეგულაციის ამოქმედება საქართველოში რამდენჯერმე უკვე გადაიდო. მიზეზი თავად ნავთობკომპანიების მოთხოვნაა.

“გადავადების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ საწვავის ძირითადი მომწოდებელი არის აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ის კი ტექნოლოგიურად აქამდე ახალ სტანდარტებზე ვერ გადაეწყო. აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი დღეს 20-25 თეთრით იაფია, ვიდრე ევროპული.

მესმის, რომ აზერბაიჯანული დიზელი შესაძლოა, ხარისხობრივად ჩამორჩება ევრო 5-ის სტანდარტს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოში ავტოპარკიც საკმაოდ მოძველებულია.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, მომდევნო წლიდან უნდა შევიდეს ძალაში აღნიშნული ვალდებულება. მიმდინარე ეტაპზე ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას, დაზუსტებული გადაწყვეტილება ალბათ წლის მეორე ნახევარში გვეცოდინება”,- ამბობს ვანო მთვრალაშვილი.