მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტროს სადგურების რეაბილიტაციით კომპანიები არ ინტერესდებიან - კახა კალაძე

62d7e284dd2a1
მარიამ ვარადაშვილი
20.07.22 15:11
800

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მერიამ ავლაბრის მეტროს ვესტიბიულის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რეაბილიტაციის პროცესში მეტროს გარე ფასადიც სრულად განახლდება. 

“სამუშაოების ჩატარებას, დაახლოებით, 8 თვე დასჭირდება. პარალელურად დავიწყეთ "მიმინოსა" და "ერევნის" სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც”, - აცხადებს კალაძე.

BMG-ის კითხვაზე - რატომ გადაწყვიტა მერიამ გამარტივებული შესყიდვის წესით გაეფორმებინა კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება, თბილისის მერი პასუხობს, რომ მეტროსადგურების რეაბილიტაციის ტენდერებში მონაწილეობის ინტერესს ბიზნესი არ გამოხატავს.

“იცით, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება დავიწყეთ და პროექტთან თანხვედრაში იყო [მეტროს] რეაბილიტაცია. ვარკეთილის მეტროს სადგურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა და დღესაც პრობლემაა ეს საკითხი, რადგან ჯერაც არ არის შეთანხმება სამუშაოების დაწყებაზე. სამწუხაროდ, ეს პრობლემა არსებობს და არცერთ კომპანიას  მეტროს სადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებაში მონაწილეობის სურვილი არ აქვს; დღესაც ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ”, - აცხადებს კალაძე.