მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი ალიევს და პაშინიანს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის რუსეთში იწვევს

635773914bd79
თამთა ჯიჯავაძე
25.10.22 09:19
486
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერი ნიკოლ პაშინიანი რუსეთში სამმხრივ სამიტში მონაწილეობისთვის მიიწვია, სადაც დაგეგმილია სხვადასხვა ორმხრივი და სამმხრივი საკითხების განხილვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიის ცნობით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ავრცელებს.

„ჩვენ არ შეგვიძლია არ შევშფოთდეთ იმ ტენდენციების გამო, რაც ამიერკავკასიაში იმპულსს იძენს, სადაც დასავლეთი აშკარად ცდილობს გადაიტანოს უკრაინაში შემუშავებული კონფრონტაციული სქემები“, - აღნიშნა ზახაროვამ.

მან დასძინა, რომ დასავლეთის ქვეყნები არ ცდილობენ დაბალანსებული გადაწყვეტილებების შემუშავებას ორ მხარეს შორის, არამედ არიან დაკავებულნი თვითრეკლამით და რუსეთის ამიერკავკასიიდან გამოდევნით.

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მცირე ხნით სადამკვირვებლო მისიას გაგზავნიან.

როდის გაიმართება და შედგება თუ არა სამმხრივი შეხვედრა მოსკოვში, ჯერჯერობით უცნობია.