მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პუტინი არ ამბობს უარს ზელენსკითან შეხვედრაზე, მაგრამ...“ - ლავროვი

6229ea6b7f204
ვიქტორია მღებრიშვილი
10.03.22 16:17
3013
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტთან კომუნიკაციაზე უარს არ ამბობს და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან ამის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგება. ამის შესახებ მან ანტალიაში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტების შეხვედრის საკითხზე დღეს დიმიტრი კულებასთანაც ისაუბრა.

„ყველასთვის ცნობილია, რომ პრეზიდენტი პუტინი შეხვედრაზე არასდროს უარს არ ამბობს. ჩვენ უბრალოდ გვინდა, შეხვედრა შეხვედრის გამო არ იყოს ორგანიზებული, არამედ იმისთვის, რომ კონკრეტული შეთანხმებები დაფიქსირდეს.

დღეს ამ საკითხს შევეხეთ. ბატონმა კულებამ აღნიშნა ეს საკითხი და მე შევახსენე, რომ ჩვენ მზად ვართ შეხვედრებისთვის იმ შემთხვევაში, თუ შეგვიძლია დამატებითი ღირებულება შევძინოთ შეხვედრას და მოვაგვაროთ პრობლემა. უკრაინის მთავრობა ბოლო წლებში შეხვედრას შეხვედრისთვის ნიშნავს. უპირატესობას ანიჭებს კონკრეტული გადაწყვეტილებების სიმულაციას. კიევის მიერ დაბლოკილ მინსკის მოლაპარაკებებზეც პრეზიდენტი ზელენსკი შეხვედრას ითხოვდა, როცა ვახსენებდით, რომ 2019 წელს პარიზში გაიმართა სამიტი და ყველა გადაწყვეტილება, რაც კიევის მისამართით იყო გაკეთებული არ შესრულდა, მათ ისევ შეხვედრისკენ მოგვიწოდეს, სადაც იმ ჯერზე შედეგები იქნებოდა მიღწეული. ეს ფორმა არსებული პრობლემის არსის სხვადასხვა ფორმით შეცვლას მოიცავს.

ჩვენ დავუდასტურეთ, რომ პრეზიდენტი პუტინი უარს არ ამბობს პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე. ვიმედოვნებ, როდისმე ამის საჭიროება დადგება, მაგრამ ამისთვის მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რომელიც ბელარუსში მიდის. 3 რაუნდი ჩატარდა. ჩვენი კონკრეტული წინადადებები უკრაინის მხარემ წაიღო და დაგვპირდა, რომ კონკრეტული პასუხები ექნებოდათ. ველოდებით“, - განაცხადა ლავროვმა.