მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი ჩრდილოეთ კავკასიისა და აფხაზეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის პროექტს მხარს უჭერს

56a7390b0369a
BM.GE
26.01.16 13:10
1445
რუსული საინფორმაციო სააგენტო "ტასის" ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების შავ ზღვასთან დამაკავშირებელი ავტომაგიოსტრალის მშენებლობლობის პროექტს მხარი დაუჭირა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული პროექტი მისთვის ცნობილია და თვლის, რომ ის ძალიან პერსპექტიულია, მითუმეტეს, თუ გზა არა მხოლოდ რუსეთის რამდენიმე რეგიონის კავშირს უზრუნველყოფს, არამედ კავშირს დე-ფაქტო აფხაზეთთანაც. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა რომ სახელმწიფო მზადაა მის განხორციელებას მხარი დაუჭიროს.

რუსეთის საზოგადოებრივი მოძრაობის “კავკასიის ერების რუსეთის კონგრესის’’ კომიტეტის აღმასრულებელი თავმჯდომარე სულთან ტოგონიძემ აღნიშნული პროექტის შესახებ პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან აღნიშნა, რომ გზამ ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, სტავროპოლი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი და ასევე აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკა. ტოგონიძემ აღნიშნა რომ პროექტზე მუშაობა დაწყებულია. მათ ჩინელ პარტნიორებთან ერთად მემორანდუმს ხელი უკვე მოაწერეს. გარდა ამისა, მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საკმაოდ ამბიციურია, იგი საბიუჯეტო თანხების ჩადებას არ მოითხოვს. მისი თქმით, ავტორებისთვის პრეზიდენტის თანხმობა და მთავრობის გარანტიები საკმარისია.