რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთს აფრთხილებს, რომ თუ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაგრძელდა, ეს მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების კატასტროფულ გაძვირებას გამოიწვევს, რაც მომხმარებლებს ტვირთად დააწვება. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
კერძოდ, კრემლის ლიდერი, რომელიც დასავლეთის სანქციების დაწესებას ეკონომიკური ომის გამოცხადებას უწოდებს, ამბობს, რომ დასავლეთის მოწოდება რომ ქვეყნებმა რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამცირონ, ნავთობისა და გაზის ფასების მასშტაბურ ცვლილებებს იწვევს.
„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ იწვევს უფრო მეტ ზიანს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მათ აწესებენ. სანქციების გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე - გადაჭარბების გარეშე ვამბობ - კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს გლობალურ ენერგობაზარზე", - განაცხადა პუტინმა რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიის ლიდერებთან შეხვედრისას, რომელსაც Rosneft-ის აღმასრულებელი იგორ სეჩინი და ვიცეპრემიერი ალექსანდრ ნოვაკიც ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, რუსეთი მსოფლიოს რიგით მეორე უმსხვილესი ნავთობ ექსპორტიორია საუდის არაბეთის შემდეგ, ასევე მსოფლიოს უმსხვილესი გაზის ექსპორტიორი და მსოფლიოს უმსხვილესი ხორბლის ექსპორტიორიც. ევროპა გაზის 40%-ის, ხოლო ნავთობის 30%-ის იმპორტს რუსეთიდან ახორციელებს. თუმცა დასავლეთის ქვეყნები აქტიურად აცხადებენ, რომ ისინი რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულებას ამცირებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი