მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი ევროპული ქვეყნების ენერგეტიკულ პოლიტიკას „ეკონომიკურ თვითმკვლელობად“ აფასებს

6283a97899c29
ვიქტორია მღებრიშვილი
17.05.22 18:14
1311
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ევროპული ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა „ეკონომიკურ თვითმკვლელობად“ შეაფასა. რუსული გამოცემების მიხედვით, ამის შესახებ მან ნავთობის სექტორის განვითარების საკითხზე გამართული შეხვედრისას განაცხადა.

„ცხადია, რუსულ ენერგორესურსებთან ერთად ევროპიდან სხვა რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდის შესაძლებლობაც გავა. ასეთი ეკონომიკური თვითმკვლელობა, რა თქმა უნდა, ეს ევროპული ქვეყნების შიდა საქმეა. ჩვენ პრაგმატულად უნდა მოვიქცეთ და უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ეკონომიკური ინტერესებიდან გამოვიდეთ.

რუსეთის პრეზიდენტის სიტყვებით, ენერგომატარებლების ფასის ზრდა ევროკავშირის მრეწველობის კონკურენტუნარიანობას დააზიანებს.

„რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმა ნიშნავს იმას, რომ ევროპა სისტემურად გრძელვადიანი პერსპექტივით მსოფლიოში ენერგორესურსების ყველაზე ძვირადღირებულ რეგიონად იქცევა. დიახ, რა თქმა უნდა, ფასები აქ გაიზრდება და აქაც ამ ფასებზე რესურსები წავა, მაგრამ მდგომარეობა რადიკალურად არ შეიცვლება. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს შეუქცევადად დააზიანებს ევროპული მრეწველობის მნიშვნელოვანი ნაწილის კონკურენტუნარიანობას, რომელიც ისედაც სხვა რეგიონის კომპანიებთან კონკურენციაში აგებს“, - განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, ევროპა რუსეთის ენერგორესურსებზე უარის ამოცანას თავისი ეკონომიკის ვარდნის იგნორირებით სახავს.

„ევროპელები აღიარებენ, რომ რუსულ ნავთობზე სრულად უარს ჯერ ვერ ამბობენ. მით უფრო ცხადია, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყნაში, სადაც ენერგობალანსში რუსული ნახშირწყალბადის წილი განსაკუთრებით მაღალია, ამის გაკეთებას, ჩვენს ნავთობზე უარის თქმას დიდი ხნის განმავლობაში ვერ შეძლებენ, თუმცა ეს ამოცანა მათ აქვთ და ისინი ყურადღებას არ აქცევენ იმ ვარდნას, რომელიც თავის ეკონომიკას უკვე მიაყენეს“, - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.