მთიან ყარაბაღში წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულება აუცილებელია - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სოჭში სომხეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა.
„ეს კონფლიქტი რამდენიმე ათწლეულია გრძელდება, ამიტომ ის ადრე თუ გვიან უნდა დასრულდეს“, - განაცხადა პუტინმა.
პუტინი იმედოვნებს, რომ სამმხრივი სამიტი, რომელიც აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მონაწილეობით შედგება, მთიან ყარაბაღში არსებული მდგომარეობის დარეგულირების ნაბიჯების მონახვის საშუალებას გააჩენს. „ვიცი, რომ თქვენ ამის პოლიტიკური ნება გაქვთ და ჩვენ მას ყოველმხრივ ვუჭერთ მხარს. ამ ეტაპზე თქვენთან, ხოლო შემდეგ სამმხრივ ფორმატში უნდა მოვძებნოთ ის საკვანძო მომენტები, რომლების წინ წაწევის საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა პუტინმა.
თავის მხრივ სომხეთის პრემიერ-მინისტრი მთიან ყარაბაღში მდგომარეობის დარეგულირებისთვის რუსეთის წინადადებას თანხმდება.
„მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით ჩვენთვის ის მიდგომებია მისაღები, რომლებსაც საბაზო პრინციპების რუსული პროექტი და აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების დამყარების პარამეტრები გვთავაზობს“, - განაცხადა ნიკოლ ფაშიანიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სამხედროების გაყვანის საკითხის დარეგულირების შესახებ იმედი გამოთქვა.
„რუსეთის პოზიცია იმაში მდგომარეობდა, რომ დელიმიტაციის კომისიის ფორმირება და მისი მუშაობა სასაზღვრო უსაფრთხოების მექანიზმი გახდება. სიმართლე გითხრათ, ადრე ჩვენ ამ პოზიციას არ ვიზიარებდით, ახლა კი გადავწყვიტეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ანუ რუსეთის შემოთავაზებას დავეყრდნოთ“, - განაცხადა სომხეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ ოფიციალური ერევნისთვის მნიშვნელოვანია მოსკოვის მკაფიო პოზიცია, რომელიც აზერბაიჯანელი სამხედროების 2021 წლის 11 მაისის პოზიციებზე გაყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, გასულ კვირას ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის და სომხეთის პირველი პირები მოსკოვში მიიწვია და სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი