მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი ლუკაშენკოსთან შესახვედრად ბელარუსში ჩავიდა

63a0748a1b1dc
გიორგი თოლორდავა
19.12.22 18:29
631
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბელარუსელ კოლეგა, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შესახვედრად დედაქალაქ მინსკში ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის შემდეგ ეს პუტინის პირველი ფიზიკური ვიზიტია ბელარუსში და მას, კრემლის განმარტებით, დიდი მნიშვნელობა აქვს.

რუსეთისა და ბელარუსის ლიდერებმა დაგეგმილ შეხვედრაზე მხარეებს შორის პარტნიორობის გაღრმავებისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების საკითხები უნდა განიხილონ.

ექსპერტების შეფასებით, მინსკში პუტინის ჩასვლის მიზანი რუსეთ-უკრაინის ომში ბელარუსის სრულად ჩართვაა. მართალია, ომის დაწყების პირველივე დღიდან ბელარუსი მხარს უჭერს და ხელს უწყობს რუსულ სამხედრო ძალებს, თუმცა თავად ის უკრაინის წინააღმდეგ პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში არ ჩართულა, მიუხედავად მოსკოვის დაჟინებული მოთხოვნისა.

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, ბელარუსი მოსკოვის მთავარი პარტნიორია და რუსეთი მინსკისგან უპირობო მხარდაჭერას ელის.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, პრეზიდენტი პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და ამჟამად დამატებითი სამხედრო რესურსების მობილიზებას და მოკავშირეების შემოკრებას ცდილობს, ბელარუსში პუტინის ჩასვლაც, სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება.