მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი ნავთობის გლობალური რეზერვების შემცირების ინიციატივით გამოდის

5da34662dd2ca
მიხეილ ხაჩიძე
14.10.19 00:10
1163

რუსეთის პრეზიდენტი ნავთობის გლობალური რეზერვების შემცირების ინიციატივით გამოდის, - ამის შესახებ განცხადება ვლადიმერ პუტინმა Sky News Arabia-სთან ინტერვიუში გააკეთა.



ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ საჭიროა, ნავთობის მსოფლიო რეზერვების მოცულობის "გონივრულ დონემდე" შემცირება ისე, რომ ამ ფაქტმა "ფასებზე ზეწოლა არ მოახდინოს". 



კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ ამ გზით შესაძლებელია "მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე სიტუაციის დასტაბილურება".



აღსანიშნავია, რომ OPEC + ქვეყნები (24 ნავთობის ექსპორტიორი სახელმწიფო, მათ შორის რუსეთი) 2017 წლიდან წარმოების მენეჯმენტს კოორდინაციას უწევს. ბოლოს გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 2020 წლის პირველი კვარტლის ბოლომდეა, დღიურად ნავთობის 1.2 მილიონი ბარელით წარმოების შემცირებას გულისხმობს. OPEC-ში ნავთობპროდუქტების უდიდესი მწარმოებელი საუდის არაბეთია.