მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი რუსეთში ერთკვირიან "საყოველთაო შვებულებას" აცხადებს

617174387ee96
ნათია თაქთაქიშვილი
21.10.21 19:30
1688
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, ქვეყანაში ერთკვირიანი საყოველთაო შვებულება გამოცხადდება, რომლის მიზანიც კორონავირუსის შემთხვევების რეკორდულად გაზრდილი რაოდენობის შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პუტინის განკარგულებით საყოველთაო ანაზღაურებადი შვებულება ძალაში 30 ოქტომბრიდან შევა და 7 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რუსეთში ბოლო რამდენიმე დღეა კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს 1 036 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ეტაპზე რუსეთში სრულად ვაქცინირებულია 47 მილიონი ადამიანი.