მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი შავ ზღვაში ხორბლით დატვირთულ გემებს ბლოკადას უწყობს - ფონ დერ ლაიენი

623c7bac6441c
BM.GE
24.03.22 18:12
1407
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთი შავ ზღვაში ხორბლით დატვირთული გემების ბლოკადას ახდენს. ლაიენი ვლადიმირ პუტინს ბლოკადის მოხნისკენ მოუწოდებს. 

"დღეს შავ ზღვაში პუტინი ახდენს ხორბლით დატვირთული ასობით გემის ბლოკადას. მე მოვუწოდებ პუტინს, მიეცით ამ ხომალდეს მოძრაობის საშუალება. ევროპამ უნდა გადადგას ნაბიჯები ამ გამოწვევაზე საპასუხოდ.

ჩვენ გამოვყავით 2.5 მილიარდი ევრო, რომლითაც 2024 წლამდე დავეხმარებით იმ მოწყვლად რეგიონებს, რომლებიც საკვების უსაფრთხოების მიმართულებით ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან,"- აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი. 

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მიმართულებით საზღვაო ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.