მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება - სტოლტენბერგი

639d677306e46
გიორგი თოლორდავა
17.12.22 11:30
554
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის მთავრობა უკან დახევას არ აპირებს და პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება.

„ვითარება სათანადოდ უნდა შევაფასოთ, რუსეთი უკრაინაში გრძელვადიან ომს გეგმავს. ვხედავთ, რომ ისინი სამხედრო ძალების მობილიზებას განაგრძობენ, უფრო დიდი დანაკარგებისთვისაც ემზადებიან, ცდილობენ მეტი საბრძოლო იარაღი, მასალა და ტყვია-წამალი მიიღონ.

უნდა გვესმოდეს, რომ პრეზიდენტი პუტინი მზად არის ამ ომში კიდევ დიდი ხნით იყოს ჩართული და ახალი სამხედრო შეტევები თუ საიერიშო ოპერაციები დაიწყოს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სამხედრო ალიანსის გენერალური მდივნის განმარტებით, დასავლეთმა უნდა განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა და მისთვის სამხედრო იარაღის მიწოდება, რათა კრემლმა გამარჯვებას ვერ მიაღწიოს და პუტინმა უკრაინაზე კონტროლი ვერ მოიპოვოს.

სტოლტენბერგის შეფასებით, ეს ომიც, სხვა კონფლიქტების მსგავსად, სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება, თუმცა NATO-ს წევრი სახელმწიფოები და მოკავშირეები უნდა დარწმუნდნენ, რომ იმ მოლაპარაკებების დასრულების დროს უკრაინა დარჩება როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი და გამარჯვებული სახელმწიფო.