მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პუტინის ავიასანქციების" მიუხედავად, 10 თვეში ვიზიტორთა რიცხვი რეკორდულია და 8 მლნ-ს აჭარბებს

5dc93dfbd45c9
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.19 14:56
5159
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბრის პერიოდის მონაცემებით, საქართველოში 782 670 საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტი შედგა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 8.8%-ით აღემატება. საერთაშორისო ვიზიტორთა განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 665 055 შეადგინა, რაც 8.8%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 438 805-ს გაუტოლდა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს 7.8%-ით აღემატება.

რაც შეეხება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მაჩვენებელს, 10 თვეში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტებმა საქართველოში პირველად ისტორიულ 8 მილიონს გადააჭარბა და 8 020 230 შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.8%-ია.

საერთაშორისო ვიზიტორთა მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 6 647 866 შეადგინა (ზრდა 6.2%-ია), ხოლო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ - 4 429 601 (ზრდა 6%).

2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში რუსეთიდან 118 252 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 21 114 ვიზიტით ანუ 15.2%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მათ შორის, ტურისტული ვიზიტის რაოდენობამ 79 477 შეადგინა, რაც 28 170 ვიზიტით ანუ 26.2%-ით ნაკლებია 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
რაც შეეხება 2019 წლის 10 თვეს, ამ პერიოდში რუსეთიდან ვიზიტორების ვიზიტების რაოდენობამ 1 324 226 შეადგინა, რაც 6%-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს. მათ შორის, ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 984 533 შეადგინა ანუ 1.9%-ით მეტი 2018 წელთან შედარებით.

მიუხედავად ბოლო თვეების განმავლობაში, ზრდის ტემპების გარკვეული შემცირებისა, ჯამში, ტურიზმის სფეროში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა.

ვიზიტორთა ნაკადი ევროკავშირის ქვეყნებიდან: 

• ესტონეთი +79.1%, საფრანგეთი +51.4%, გერმანია +43.6%, პოლონეთი +43%, გაერთიანებული სამეფო +31% და სხვა. 

განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: 

• ყაზახეთი +139.4%, ყირგიზეთი +66.7%, ჩინეთი +58.9%, ისრაელი +56.9%, საუდის არაბეთი +44.9% და სხვა. 

ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი: 

• სომხეთი (+12.7%), აზერბაიჯანი (+7.7%), რუსეთი (-15.2%) და თურქეთი (+16.9%) განხორციელდა.

რუსეთის მიერ საავიაციო შეზღუდვების დაწესების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო მარკეტინგული კამპანია დაიწყო. საქართველოს შესახებ სარეკლამო კამპანია გრძელდება National Geographic-სა და Google-ზე. CNN-ზე წლის ბოლომდე გრძელდება კამპანია, რომელიც მოიცავს სატელევიზო რეკლამას, სპეციალურ რეპორტაჟებს და ონლაინგვერდებს. კამპანიის ფარგლებში CNN-ის პლატფორმაზე საქართველოს გვერდი “Discover Georgia” დამზადდა.

შემოსავალი ტურიზმიდან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 2019 წლის იანვარი-ოქტომბრში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 2.8 მილიარდ დოლარს (ზრდა +0.9%), რაც 25 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

წინასწარი მონაცემებით 2019 წლის ოქტომბრის მდგომარეობით შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 267 მილიონ დოლარს (ზრად +5.2%), რაც 13 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის ოფიციალური მონაცემებით II კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 877 მლნ. აშშ დოლარს (ზრდა +8.4%), რაც 68 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

2019 წლის ოფიციალური მონაცემებით I-II კვარტალში შემოსავალი საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველოში შეადგენს 1.5 მლრდ. აშშ დოლარს (ზრდა +7%), რაც 95 მლნ. აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2019 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.7%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +19.7%-ია.