მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის მარიონეტმა ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა - ამერიკელი კონგრესმენი

5e30920847338
BM.GE
28.01.20 23:52
1921
რა აქვთ საერთო Oscar The Grouch-სა (სატელევიზიო გადაცემა Sesame Street-ის პერსონაჟი) და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს? ორივე მარიონეტია, რომლებმაც გაანადგურეს თავიანთი სახლები, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი პიტ ოლსონი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერით წარმომადგენელთა პალატაში სიტყვით გამოვიდა, რომლის ვიდეოს თავადვე ავრცელებს. ვიდეოში კონგრესმენი ამბობს:

„ვლადიმერ პუტინის მარიონეტმა ბიძინა ივანიშვილმა გაანადგურა საქართველოს ეკონომიკა, გათელა ადამიანის უფლებები და ხელი შეუშალა ქვეყანაში ამერიკული ინვესტიციების შემოსვლას. კომპანია Frontera საქართველოში წლების განმავლობაში მუშაობდა, ისინი ქმნიდნენ სამსახურებს აშშ-სა და საქართველოში, თუმცა საქართველომ მათი სამუშაოები შეაჩერა და ახლა ისინი ასაქმებენ 0 ადამიანს“.