მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინის მრჩეველმა თანამდებობა დატოვა და რუსეთიდან წავიდა - BBC

623b4d81926cb
ალა ისპირიანი
23.03.22 20:39
5411
ვლადიმერ პუტინის მრჩეველმა, ანატოლი ჩუბაისმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჩუბაისი მდგრადი განვითარების საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას იკავებდა.

ის რუსეთის ყველაზე მაღალი რანგის მოხელეა, რომელმაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თანამდებობა დატოვა. მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს კრემლშიც.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩუბაისმა Facebook-ზე გამოაქვეყნა რუსეთში მოკლული ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის ფოტო კომენტარის გარეშე, რაც ერთგვარ კრიტიკულ ჟესტად იქნა მიჩნეული.

BBC რუსულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ის ამჟამად თურქეთში მეუღლესთან ერთად იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ანატოლი ჩუბაისი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1990-იან წლებში რუსეთის ეკონომიკის რეფორმების გატარებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა.