23.აპრილი .2021 23:40

პუტინმა 1-10 მაისს უქმე დღეები გამოაცხადა

პუტინმა 1-10 მაისს უქმე დღეები გამოაცხადა
views 1713
უკან

პუტინმა 1-11 მაისს უქმე დღეები გამოაცხადა. შესაბამის წინადადებას მხარი კრემლის ლიდერმა უკვე დაუჭირა. გადაწყვეტილების მიზეზი კოვიდ-ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა გახდა. ინიციატივა ჯანდაცვის უწყებას ეკუთვნის.

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია, მოდით ასე მოვიქცეთ, დღეს მე შესაბამის განკარგულებას ხელს მოვაწერ“, - განაცხადა პუტინმა.

როგორც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ამბობენ, ათი დღის განმავლობაში მოქალაქეები დაისვენებენ, შესაბამისად ნაკლებად ისარგებლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც ვირუსის შემთხვევების შემცირებას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, მაისის დასაწყისში რუსეთში ბევრი მოქალაქე შვებულებას იღებს. 1 მაისს შრომის დღე აღინიშნება, ხოლო 9 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეა, ორივე ოფიციალური დასვენების დღეა.