მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა

63328a0da9918
თამთა ჯიჯავაძე
27.09.22 09:22
2090
ვლადიმერ პუტინმა ედუარდ სნოუდენს რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება რუსეთის სამთავრობო ვებ-პორტალზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, 39 წლის ედუარდ სნოუდენი რუსეთში უკვე ცხრა წელია ცხოვრობს. სნოუდენმა მეუღლესთან ერთად რუსეთის მოქალაქეობაზე განაცხადი 2020 წელს შეიტანა. თუმცა, მანამდე მას რუსეთში მუდმივი ცხოვრების უფლება ჰქონდა მოპოვებული.

აღსანიშნავია, რომ სნოუდენი აშშ-ის ეროვნული უშიშროების სამსახურის კონტრაქტორი იყო. 2013 წელს მან სატელეფონო მოსმენების სქემა გამოაშკარავა. კერძოდ, მის მიერ გასაჯაროებული დოკუმენტები შეიცავდა მტკიცებულებებს, რომ აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მილიონობით ადამიანზე უკანონო ფარულ მიყურადებას ახორციელებდნენ. აღნიშნულის შემდეგ სნოუდენი ამერიკიდან გაიქცა. აშშ-ში მას ჯაშუშობის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული, რის გამოც 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.