14.ოქტომბერი .2022 17:19

პუტინმა ერდოღანს თურქეთის ენერგეტიკულ ჰაბად ტრანსფორმაციის ინიციატივა შესთავაზა

პუტინმა ერდოღანს თურქეთის ენერგეტიკულ ჰაბად ტრანსფორმაციის ინიციატივა შესთავაზა
views 1040
უკან

ყაზახეთში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს თურქეთის ენერგეტიკულ ჰაბად ტრანსფორმაციის ინიციატივა შესთავაზა.

ერდოღანის განმარტებით, გეგმა თურქეთში ბუნებრივი აირის ტერმინალების მშენებლობას და თურქეთ-რუსეთს შორის ახალი გაზსადენის გაყვანას მოიცავს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შემდეგ კი თურქეთი ენერგეტიკულ ჰაბად უნდა იქცეს და ევროპა ბუნებრივი აირით სწორედ თურქეთის გავლით უნდა მომარაგდეს.

პუტინის განმარტებით, უკრაინის გავლით მიმავალი მილსადენი და Nord Stream-ი გარკვეულ რისკებს შეიცავს, რის გამოც აუცილებელია, რომ ევროპას რუსული გაზის მისაღებად ალტერნატიული გზაც ჰქონდეს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ენერგეტიკულ სამინისტროსა და შესაბამის საჯარო უწყებებს უკვე დაევალათ აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით საფუძვლიანი მოკვლევის დაწყება და რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობა, რათა პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს და მხარეებმა საბოლოო შეთანხმების მიღწევა მოკლე დროში შეძლონ.

ექსპერტების შეფასებით, პუტინი თურქეთის საშუალებით ალტერნატიული მიწოდების გზის შექმნას ცდილობს, რადგან არსებობს იმის საკმაოდ დიდი ალბათობა, რომ რამდენიმე წელიწადში გერმანიამ Nord Stream მილსადენი სამუდამოდ გააჩეროს, მოსკოვი კი მხოლოდ უკრაინაში გამავალ მილსადენზე დარჩეს დამოკიდებული, რაც კრემლისთვის რისკის შემცველია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა