20.აპრილი .2022 19:55

პუტინმა მინისტრებს WTO-ში რუსეთის განახლებული სტრატეგიის მომზადება დაავალა

პუტინმა მინისტრებს WTO-ში რუსეთის განახლებული სტრატეგიის მომზადება დაავალა
views 2107
უკან

მეტალურგიული კომპანიების წინააღმდეგ ამოქმედებული უკანონო სანქციები მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრინციპებს ეწინააღმდეგება, ამიტომ რუსეთი ამ სტრუქტურაში თავისი ქმედებების სტრატეგიას განაახლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეტალურგიის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მან რუსული მეტალურგიული კომპანიების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ ამოქმედებული სანქციები დაასახელა.

"აქედან გამომდინარე, მთავრობას დასავლეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობის კომპლექსურ შეფასებას და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენი მოქმედებების განახლებული სტრატეგიის შემუშავებას ვავალებ. გთხოვთ, ეს სამუშაო 1-ელი ივნისისთვის დაასრულოთ“, - განაცხადა პუტინმა.

ვლადიმერ პუტინს რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულ სანქციებთან მიმართებით დასავლეთის ქმედების შეცვლის მოლოდინი არ აქვს.

„არ გვაქვს საფუძველი ვიმედოვნოთ, რომ ჩვენი პარტნიორების ქმედებები პრინციპულად შეიცვლება, ეს უნდა გავითვალისწინოთ და მეტალურგიის განვითარების საკუთარი სტრატეგია, როგორც კორპორაციულ, ასევე სახელმწიფოს დონეზე უნდა შევიმუშაოთ“, - თქვა პუტინმა.