მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა მისი ერთ-ერთი მრჩეველი სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

5e4c350d9d9b5
თამთა ჯიჯავაძე
18.02.20 23:01
1529
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მისი ერთ-ერთი ყველაზე ახლო მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა. სურკოვი "რუხ კარდინალად" იყო ცნობილი პრეზიდენტზე დიდი გავლენის გამო. ამასთან, როგორც BBC წერს, სწორედ ის დაეხმარა პუტინს ძალაუფლების შენარჩუნებაში.

ჯერჯერობით უცნობია, ვლადისლავ სურკოვს შესთავაზებენ თუ არა ახალ თანამდებობას მთავრობაში.

სურკოვი პრეზიდენტის მრჩეველი იყო უკრაინის, აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის საკითხებში.