მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა რუსეთიდან 10,000 დოლარზე მეტის გატანა აკრძალა

621e8500bc14f
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.22 00:38
2516
რუბლის კოლაფსის შესაჩერებლად, რუსეთის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს და ბიზნესებს ახალ ეკონომიკურ სანქციებს უწესებს. 2 მარტიდან რუსეთიდან 10,000 დოლარზე მეტი თანხის ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების სახით გატანა აიკრძალა. ამას ვლადიმირ პუტინის მიერ მიღებული ბრძანება ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსეთმა ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ თანხა გააგზავნონ უცხოურ ბანკებში მათ საკუთარ ანგარიშებზე. ასევე თუკი თანხის გადარიცხვას ემსახურებიან უცხოური კომპანიები, რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ თანხა ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხონ. ამასთან, რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ უცხოურ ბანკში საკუთარ ანგარიშზე ვალუტა დეპოზიტზე განათავსონ.

გარდა ამისა, რუსეთის რეზიდენტებს ეკრძალებათ უცხოელებზე თანხის გასესხება, თუკი კრედიტი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.