მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა რუსეთიდან ვალუტის გატანაზე შეზღუდვა დააწესა, თუმცა გზავნილებს აკრძალვა არ ეხება

621d18739daa2
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.22 22:50
3407
რუსეთის მსხვილი ბანკების SWIFT-იდან ჩახსნის დაანონსების და რუსეთის ცენტრალური ბანკის დასავლური აქტივების გაყინვიდან პირველივე სავაჭრო დღეს რუსული რუბლი ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. პანიკური ვაჭრობის შედეგად, კურსი დოლართან 28%-ით გაუფასურდა და ამჟამად დოლარი 107 რუბლი ღირს.

რეკორდული გაუფასურების საპასუხოდ, რუსეთის მთავრობამ “კაპიტალის კონტროლის” ზომები აამოქმედა და ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გატანაზე შეზღუდვა დააწესა. შეზღუდვა მოქალაქეს უცხოურ ბანკში არსებულ საკუთარ ანგარიშზე უზღუდავს თანხის გადარიცხვას, შესაბამისად, ის ფულად გზავნილებს არ ზღუდავს.

რუსული გამოცემა RBK წერს, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანების შესაბამისად, რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ თანხა გააგზავნონ უცხოურ ბანკებში მათ საკუთარ ანგარიშებზე. ასევე თუკი თანხის გადარიცხვას ემსახურებიან უცხოური კომპანიები, რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ თანხა ანგარიშის გახსნის გარეშე გადარიცხონ. რუსეთის რეზიდენტები ვეღარ შეძლებენ უცხოურ ბანკში საკუთარ ანგარიშზე ვალუტა დეპოზიტზე განათავსონ.

შეზღუდვები ძალაში 2022 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. შეზღუდვა მხოლოდ თანხის საკუთარ ანგარიშზე გადარიცხვას შეეხება. შესაბამისად, ის ფულადი გზავნილების მოძაობას არ ზღუდავს.

ამასთანავე, რუსეთის რეზიდენტებს ეკრძალებათ უცხოელებზე თანხის გასესხება, თუკი კრედიტი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული.

საქართველოსთვის ფულადი გზავნილების მთავარი წყარო კვლავ რუსეთია, საიდანაც 2021 წელს 443 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. რუსეთიდან გზავნილების შემოდინება ძირითადად რუსული გადარიცხვების სისტემა Zolotaya Korona-ს მეშვეობით ხდება, რომლითაც შარშან 438 მილიონი გადმოირიცხა.