მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა უკრაინის 4 ოლქის რუსეთისთვის მიერთებას ხელი მოაწერა

6336ffb5c9074
ვიქტორია მღებრიშვილი
30.09.22 18:36
987
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და დეფაქტო დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქების ხელმძღვანელებმა, რუსეთის მიერ ამ რეგიონების ანექსიის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შეთანხმების გაფორმებამდე პუტინის საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა და განაცხადა, რომ ის თავის მიწებს დაიცავს. „ადამიანები, რომლებიც ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ცხოვრობენ, სამუდამოდ ჩვენს მოქალაქეებად იქცევიან“, - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა დანგრეული ქალაქების, სოფლების და შენობა-ნაგებობების აღდგენის და წარმოებების აღდგენის პირობა დადო. პუტინმა უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა.

„მოვუწოდებთ ოფიციალურ კიევს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ცეცხლი, ყველა საბრძოლო მოქმედება, ის ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს წამოიწყო და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ჩვენ ამისთვის მზად ვართ და ამის შესახებ არაერთხელ გვითქვამს. მაგრამ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონის მოსახლეობის არჩევანი განხილვას არ განიხილება, ის გაკეთებულია. ოფიციალური კიევი ამ თავისუფალი ნების გამოვლინებას პატივისცემით უნდა მოეკიდოს. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს მშვიდობისკენ გზა“, - განაცხადა პუტინმა.