მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PwC: ბიზნესის პესიმიზმის დონე რეკორდულად მაღალია

5e282b698bf60
ნათია თაქთაქიშვილი
22.01.20 16:17
1014
აუდიტორულმა კომპანიამ PwC (PricewaterhouseCoopers) დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაასაჯაროვა ყოველწლიური კვლევის შედეგები, რომელიც მსოფლიო ბიზნესის პესიმიზმის დონეს ეხება.

როგორც აუდიტორული კომპანია აცხადებს, მსოფლიო ბიზნესის პესიმიზმის დონე რეკორდულად მაღალია. ამის შესახებ Business Insider-ი წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ გამოკითხული ტოპ-მენჯერების 53% ეკონომიკური ზრდის შენელებას ელის 2020 წელს, მაშინ როცა 2019 წელს ტოპ-მენჯერების მხოლოდ 29%-ს ჰქონდა პესიმისტური განწყობა.

როგორც აუდიტორული კომპანია PwC-ი აცხადებს, პესიმისტური განწყობის ზრდა გამოწვეულია რამდენიმე მიზეზით, მათ შორის არის რეგულციები, სავაჭრო კონფლიქტები, კიბერ საფრთხეები და კლიმატური ცვლილებები.