მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PwC: პროექტები ტექნიკური და ეკონომიკური შეფასების გარეშე იწყება და სავალალო შედეგებამდე მივდივართ

5da978670dbbf
ლიკა გურაბანიძე
21.10.19 10:10
1851

აუდიტორული კომპანია "PwC საქართველო"-ს მმართველი პარტნიორმა ლაშა ჯანელიძემ BM.GE-სთან ქვეყანაში უძრავ სექტორში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას აქცენტი სხვადასხვა საკითხზე გააკეთა და ამ მიმართულებით გამოწვევებზეც ისაუბრა. მათ შორის, როგორც ჯანელიძე განმარტავს, პროექტის განხორციელებამდე საჭიროა მისი ტექნიკური და ეკონომიკური შესწავლა მოხდეს. ჯანელიძის აზრით, ამასთან რეგულაციების შემოღების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული დრო უნდა დაიხარჯოს რეგულირების გავლენის შეფასებაზე (RIA).

„უძრავი ქონების სექტორში სხვა ქვეყნებში ახალი ტექნოლოგიების განვითარება და გამოყენება ხდება, ხოლო წვდომა ამ გამოცდილებასთან და ცოდნასთან არის უმნიშვნელოვანესი სექტორის შემდეგი განვითარებისთვის. შემდეგი გამოწვევა არის რეგულაციები, ასევე მისი ხშირი ცვლილება. ამ შემთხვევაში, სექტორის მხრიდან საჭიროა ღია ჩართულობა, ესა თუ ის რეგულაცია რა გავლენას იქონიებს სექტორზე. ეს განავითარებს როგორც სექტორს, ასევე ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგს. მესამე და მნიშვნელოვანი, ეს არის, სხვადასხვა პროექტის ეკონომიკური შესწავლა, სანამ ამ პროექტზე კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არის პროექტები, რომლებშიც ღირებულების შექმნა წინასწარი შეფასების გაკეთების შედეგად შეიძლება, სადაც ამა თუ იმ ლოკაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა კავშირები გამოვლინდება. მაგალითად, ის თუ კონკრეტულ შემთხვევაში რა ეკონომიკური მაჩვენებლები არსებობს.

ეს თემა ყოველთვის აქტუალური არ არის და პროექტი იწყება ტექნიკური და ეკონომიკური შეფასების გარეშე და სავალალო შედეგებამდე მივდივართ.“ - განაცხადა ჯანელიძემ.

ლაშა ჯანელიძის თქმითვე, სექტორში პრობლემის არსებობის დროს მნიშვნელობა არ აქვს საუბარს პირველად კერძო სექტორი დაიწყებს თუ სახელმწიფო, რადგან ინიციატორი შესაძლოა ორივე მხარე აღმოჩნდეს. მთავარია არსებობდეს პლატფორმა, რომლის საფუძველზეც ორ მხარეს შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდება.