მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქადაგიძე ამბობს, რომ რეფინანსირების სესხებზე შეთანხმება მთავრობას 1.5 წლის წინ შესთავაზა

56dff5db4f1e2
BM.GE
09.03.16 14:06
1523
მთავრობის და ეროვნული ბანკის შეთანხმების შემთხვევაში, რეფინანსირების სესხების გაუქმება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი, აცხადებს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, რომლის მმართველობის პერიოდში სებ-ი არაერთმა ადგილობრივმა ექსპერტმა დაადანაშაულა რეფინანსირების სესხების ლარზე ზეწოლაში.
 
ქადაგიძემ ქართულ "ფორბსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რეფინანსირების სესხების გაზრდის საფუძველი ბიუჯეტის დეფიციტის შიდა ვალით დაფინანსება გახდა და ეს პრაქტიკა 2012 წლიდან დაინერგა, თუმცა ამას არც ფულის მასის ზრდა გამოუწვევია და არც კურსის გაუფასურება.

"2015 წელს ფულის მასის ჯამურ გავლენას თუ ავიღებთ, პირიქით, შემცირდა, იმიტომ რომ ფულის მასა არ შედგება მხოლოდ რეფინანსირების სესხებისგან. თავის მხრივ ფულის მასის ზომიერი ზრდა არ ნიშნავს კურსის გაუფასურებას, არც ინფლაციას. ეს არის მონეტარისტების პოზიცია და ისინი არ არიან მეინსტრიმ-ეკონომისტები. მაგალითად, 2007 წელს ფულის მასა 40%-ით გაიზარდა და კურსი გამყარდა, რაც ინვესტიციების დიდი მოცულობით იყო განპირობებული", - განაცხადა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

ის ამბობს, რომ მიუხედავად ამისა, მთავრობას, პარლამენტის ტრიბუნიდან 1.5 წლის წინათ შესთავაზეს რეფინანსირების სესხებთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმება.

"რეფინანსირების სესხების გაუქმება რამდენიმე კვირაშია შესაძლებელი. ამისათვის უნდა შედგეს ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერს პრემიერი, ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. იქვე ჩაიწერება რეფინანსირების სესხების ფიქსირებული მოცულობა და ეს ჩანაწერი უნდა შესრულდეს", -განაცხადა ქადაგიძემ.