მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქადაგიძე: გვჭირდება არა 10-წლიანი, არამედ სამწინადადებიანი ხედვა

607047c76a7f5
ინგა მურუსიძე
09.04.21 16:23
2418
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლის თავზე კიდევ 10-წლიანი განვითარების გეგმაზე საუბარი არასერიოზულია. როგორც მან #BMGDRIVE-ის ეთერში თქვა, ეს ყველაფერი არასერიოზულია იმ ფონზე, როცა 2012 წელს დასახული მიზნების უმრავლესობა შეუსრულებელია.

„რომელი ახალი დოკუმენტის შემუშავებაზეა საუბარი, როცა ელემენტარული პრობლემები არ არის გადაწყვეტილი, 10-წლიანი გეგმა კი არა, სამედიცინო პერსონალი არ არის დატრენინგებული და მსოფლიოს N1 ამოცანა რაც არის, იქაც კი სერიოზული ხარვეზები გვაქვს. სინამდვილეში, რაც ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას აკლია, არის სამწინადადებიანი ხედვა - როგორ საქართველოს ვაშენებთ?

განათლების დონე, ჯანდაცვა, დასაქმების სტრუქტურა და ა.შ.“, - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

კიდევ ერთ პრობლემად სებ-ის ყოფილ პრეზიდენტს ანგარიშვალდებულების ნაკლებობა მიაჩნია და მაგალითად მოჰყავს „საპარტნიორო ფონდის“ მმართველობაში არსებული ორი კომპანიის გაკოტრება.

„ამას ისე ვატარებთ, თითქოს „საპარტნიორო ფონდი“ გადასახადების გადამხდელთა ფულით არ იყოს დაფინანსებული. ვიღაცამ უნდა ახსნას, გადასახადის გადამხდელთა ფულით დაფინანსებულ კომპანიასთან დაკავშირებით რა ნაბიჯი გადადგა, რატომ და ა.შ.

უნდა ახსნას, ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი. არავინ არასდროს არაფერზე არ არის პასუხისმგებელი. ჩავარდა პრივატიზაცია? - არავინ არ არის პასუხისმგებელი, სავიზო რეჟიმზე ჩავარდნა გვაქვს? - პასუხისმგებელი არავინ არ არის, ტურიზმის პოლიტიკა კატასტროფულ მდგომარეობაშია? - პასუხისმგებელი არავინ არ არის“, - ამბობს გიორგი ქადაგიძე.