09.მარტი.2016 19:53
ეკონომიკა

ქადაგიძე: როცა ბიუროკრატს არა აქვს სამუშაო აღწერილობა, ის მას თავად იგონებს

ქადაგიძე: როცა ბიუროკრატს არა აქვს სამუშაო აღწერილობა, ის მას თავად იგონებს
სამინისტროების რიცხვის შემცირებას სახელმწიფოსთვის ფისკალური ეფექტი ექნება და ასევე შეამცირებს ბიუროკრატიას, რაც ბიზნესისთვის დამატებითი წნეხია, აღარ იქნება საჭირო კულტურის სამინისტრო, თუ სახელმწიფო ამ სფეროს დაფინანსების სწორ მოდელზე გადავა.
 
"ბიუროკრატი თავისი არსით იმგვარი მოხელეა, რომ მას თუ არა აქვს სამუშაო აღწერილობა, ის სამუშაო აღწერილობას თავისთვის იგონებს, რაც თავის მხრივ მძიმე ტვირთად აწვება ბიზნესს", - განაცხადა ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ქართულენოვანი "ფორბსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ჯერ კიდევ სებ-ის პრეზიდენტობის პერიოდში მან ტელეკომპანია რუსთავი-2-ის ეთერში დაასახელა სამინისტროები, რომელთა გაუქმება მისი აზრით შესაძლებელია: "ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო უკლებლივ. მაგალითად, ევროინტეგრაციის სამინისტრო გაუქმდეს და, როგორც დეპარტამენტი, შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს. მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც არ გხვდება თითქმის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში. ასევე, სპორტის სამინისტრო, რომელიც მთლიანად შეგვიძლია, გავაუქმოთ. პროფესიული სპორტი დავუთმოთ ფედერაციებს, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტი კი გადავცეთ ან განათლების სამინისტროს ან თავდაცვის სამინიტროს, როგორც არის შვეიცარიაში ან ავსტრიაში. ასევე, კულტურის სამინისტრო, რომელიც არის პრაქტიკულად საბჭოთა გადმონაშთი".

"ფორბსთან" ინტერვიუში ქადაგიძემ დააკონკრეტა, რომ კულტურის ბრიტანული მოდელით დაფინანსების მომხრეა, როცა განსაზღვრულია პრიორიტეტები, რომელთაც პროფესიონალები საზღვრავენ და ამის საფუძველზე ტენდერები ცხადდება, ანუ მენეჯმენტის აუტსორსინგი ხდება. „ამ შემთხვევაში ორ ბენეფიტს ვღებულობთ. პირველი, ბიუროკრატიული წნეხი არ არის და არც სამინისტროა საჭირო და მეორე, რაც ყველზე მნიშვნელოვანია, ყველა სფეროს თავისი სპეციალისტი განკარგავს. დაფინანსების ამ მოდელის შეცვლა, დამატებით სამუშაო ადგილებასაც გააჩენს", - განუცხადა ქადაგიძემ "ფორბსს".

24.აპრილი.2019 10:00
13

რევაზ არველაძე: ალბათ, საქართველოში ატომური ელექტროსადგური დაგვჭირდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 10:00
8

სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:52
34

ნათია თურნავა: საქართველოში ყაზახური ხორბლის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:20
47

„VTB ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

ვრცლად
24.აპრილი.2019 09:00
74

იდეა იმ რეგიონების დასახმარებლად, სადაც ჰესები შენდება - რას ფიქრობენ დეპუტატები

ვრცლად
24.აპრილი.2019 00:30
98

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად