მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქადაგიძე: თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი

5e804248b0695
BM.GE
29.03.20 10:19
2182
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში დასავლეთზე და მათ შორის ამერიკაზე საზოგადოების მხრიდან  "ქილიკს" ეხმაურება და წერს:

"ბოლო დღეებში დასავლეთზე და მათ შორის აშშ-ზე რამდენიმეჯერ ქილიკი შემომხვდა, ეფექტურად როგორ ვერ შეაჩერეს ვირუსის გავრცელებაო.

ჰოდა, გავიხსენოთ რამდენიმე ფაქტი :

1. ბოლო 50 წელიწადში 15 წლით რომ მოიმატა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობამ და 80 წელს მიუკაკუნა, ვისი დამსახურებაა? (ამერკის პრეზიდენტობის კადიდატი დემოკრატებიდან, 77 ან 79 წლის იქნება).

2. როგორ ვერ შეაჩერეს ეპიდემიაო? მხოლოდ ნიუ ორკის აეროპორტებს დღეში 400,000 მგზავრი გადაყავს და არც ერთი მათგანი არ შედის სიდიდით ამერიკის აეროპორტების ხუთეულშიც კი - 400 ათასი.

3. მხოლოდ ცნობილ ბრუკლინის ხიდს დღეში 700 ათასი ავტომობილი კვეთს. ერთი ქალაქის ერთ ხიდს.

4. ნიუ იორკის შტატს, რომელიც ტერიტორიით საქართველოზე მხოლოდ 2 ჯერ დიდია, აქვს 1,7 ტრილიონიანი ეკონომიკა. რუსეთის ეკონომიკაზე დიდი.

და თუ ვინმეს იმედი შეიძლება გვქონდეს ამ მსოფლიო კრიზისის დროს, ისევ ამერიკელების და დასავლური სამყაროსი.

ამიტომ ნამეტანიც ნუ მოგვივა, მეგობრებო.

პ.ს. ჩვენი მცირე ზომა კი (მოსახლეობა, ფართობი, ეკონომიკა), ჩვენ უპირატესობად უნდა ვაქციოთ და ამაზე მოგვიანებით"