მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქების სასაფლაოებზე 17 აპრილიდან შეზღუდვები წესდება – ირაკლი ჩიქოვანი

5e974265776c6
თამთა ჯიჯავაძე
15.04.20 21:19
1669
საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

bm.ge დაინტერესდა, კონკრეტულად რას ნიშნავს ქალაქის სასაფლაოებზე შეზღუდვის დაწესება ანუ ხომ არ ნიშნავს ეს სასაფლაოების დაკეტვას, რაზეც მთავრობის პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ პრემიერის პრეს-სპიკერს სასაფლაოების დაკეტვა არ უგულისხმია. თუმცა, არც იმაზე აქვთ კონკრეტული პასუხი, რას მოიცავს შეზღუდვა და როგორ დაარეგულირებს მოქალაქეების სასაფლაოებზე მისვლას ხელისუფლება.

ამასთან, როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, არ დაიხურება ეკლესიები.

„ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად, ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. კერძოდ დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი სოციალური დისტანცია. ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

ასევე ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნებიან პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც ადგილზე უზრუნველყოფენ კომენდატის საათით გათვალისწინებული ნორმების და სოციალური დისტანცირების განუხრელ დაცვას“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.