მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთებზე და კერძო სახლების აშენებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია - “შინვუდი“

638ed995a8eb3
თათია ჩაფიჩაძე
06.12.22 21:35
2283
საგურამოში მდებარე პროექტ „შინვუდის“ მმართველი პარტნიორის, ნიკა ქევხიშვილის თქმით, ქალაქგარეთ მიწის ნაკვეთებზე და კერძო სახლების აშენებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზრდილია.

როგორც ქევხიშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, პროექტში კვ.მ-ზე მიწის ფასი ბოლო 5 თვეში 20%-ით გაიზარდა და ამ ეტაპზე 42$-დან 67$-მდე მერყეობს.

პროექტი „შინვუდი“ მომხმარებელს ყველანაირი კომუნიკაციით გამზადებულ მიწის ნაკვეთებს სთავაზობს. პროექტი 35 ჰა-ზე მდებარეობს და რეკრეაციულ ზონას, ტროტუარებს, ღობეს და ჭიშკარს მოიცავს.

„ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდებით ბაზარს და ძირითადად დეველოპმენტი თბილისში და ბათუმში ვითარდება, თუმცა მომხმარებელში არსებობს იმის საჭიროება, რომ გასცდეს ამ ურბანულ გარემოს და შედარებით ჯანსაღ გარემოში იცხოვროს, სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს ჩვენი პროექტი. კოვიდიდან გამომდინარე ხალხმა დაიწყო ქალაქ გარეთ, სოფლებში დაბრუნება და ზრუნვა თავის სიჯანსაღეზე.

ჩვენი პროექტი საგურამოს მიმდებარედ, სოფელი ახატანში მდებარეობს და ჯამში 35 ჰა ტყეში ჩაფლული ტერიტორიაა. გაყიდვები დავიწყეთ ივნისში და იმაზე გაცილებით მაღალი ტემპია, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი იმ პროდუქტისთვის რასაც ვთავაზობთ მზად აღმოჩნდა, ფასის და პროდუქტის შინაარსი თანხვედრაშია და წარმატებით მიდის პროექტის გაყიდვები.

ვყიდით სამშენებლოდ გამზადებულ ნაკვეთებს ყველანაირი კომუნიკაციით, ცენტრალური კანალიზაციის სისტემით, ვაკეთებთ შიდა ტერიტორიაზე გზებს, ტროტუარებს, რეკრეაციულ სივრცეებს, რომელიც 31 000 კვ.მ-ია და ყველაზე მეტად რაც სჭირდება ასეთი ტიპის დასახლებას, ეს არის სოციალიზაციის ელემენტები. მიწის ნაკვეთები იყიდება ღობით და ჭიშკრით და ეს გვეხმარება საერთო იერსახის შენარჩუნებაში.

დღესდღეობით ფასები არის 42-67$-მდე, რომელიც ასევე მზარდია, გაყიდვების დაწყებიდან ბოლო 5 თვეში 20%-ით გაიზარდა. გარდა იმისა რომ ზოგადად ფასი მიწის ნაკვეთებზე იზრდება, ასეთ კომპლექსებში კიდევ უფრო მაღალია ეს ზრდა არსებული პოტენციალის გათვალისწინებით,“ - განაცხადა ქევხიშვილმა.