მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქალაქი საბრძოლველად მზად არის“ - პრეზიდენტის ოფისი

622b5cfb0ad98
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.22 18:51
8154
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხეილ პოდოლიაკის ინფორმაციით, კიევი  ბრძოლისთვის მზად არის.

ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა და ვიდეო განათავსა, სადაც უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ხელმძღვანელობა დედაქალაქში არ არის.

„კიევი ჩასაფრებულ პოზიციაშია. ქალაქი საბრძოლველად მზად არის. თავდაცვაზე კარგადაა ნაფიქრი. მომარაგება გამართულია. საგუშაგოებზე ბიჭები აღჭურვილები, კონცენტრირებულები და პროფესიონალები არიან. ქვეყნის სრული პოლიტიკური ხელმძღვანელობა სამუშაო ადგილზე უკრაინის დედაქალაქშია“, - წერს პოდოლიაკი.