მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქი ვერ დაიტევს მანქანების იმ ნაკადს, რომლის იმპორტიც ყოველწლიურად ხდება - ვიცე-მერი

5f1d6f25d124a
თელარა გელანტია
26.07.20 15:51
2519
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტის სფეროში შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებას და ინდივიდუალური ტრანსპორტით სარგებლობის შემცირებაში ხედავს.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვიცე-მერი დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის კრიტიკოსებს მიმართავს და თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგიას კიდევ ერთხელ განმარტავს.

მისი თქმით, მერიის მიდგომა კერძო ავტომანქანების აკრძალვას არ ნიშნავს, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო ავტომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა ქალაქის განვითარების ინტერესებს ეწინააღმდგება და შესაბამისად, ის მერიის პრიორიტეტი ვერ იქნება.

ფაქტია, რეფორმირების გარეშე სატრანსპორტო სისტემა ვეღარ გაძლებს, ქალაქი ვერ დაიტევს მანქანების იმ ნაკადს, რომლის იმპორტირებაც ყოველწლიურად ხდება. ფაქტია ისიც, რომ არავის გვემეტება ეს ქალაქი მუდმივი საცობებისთვის და არავის გვემეტება ჩვენი შვილები ამ გამონაბოლქვით მოწამვლისთვის. შესაბამისად, გამოსავალი უნდა მოინახოს. გამოსავალი კი ერთადერთია - საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და ინდივიდუალური ტრანსპორტით ყოველდღიური სარგებლობის შემცირება“, - აცხადებს ირაკლი ხმალაძე.