მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქალაქის არქიტექტორულ პროექტებს მოსახლეობის ჩართულობა აკლია“ - „Team Two“

60c597977b233
მარიამ იზორია
13.06.21 23:07
641
არქიტექტორული კომპანიის „Team Two“-ს თანადამფუძნებელი და არქიტექტორი ნუცა ნადარეიშვილი გადაცმა „ქალების ნარატივში“ თბილისის ურბანული განვითარების პრობლემებზე საუბრობს. როგორც ნადარეიშვილი აღნიშნავს, აუცილებელია, რომ პროექტებში, რომლებიც ქალაქში ხორციელდება, ჩართული იყოს ის მოსახლეობა, რომელსაც პროექტი უშუალოდ ეხება.

„თბილისის ურბანული განვითარების კუთხით არაერთი პრობლემა იკვეთება, თუმცა ვფიქრობ, ამ მხრივ რაღაც ნაბიჯები უკვე იდგმევა. მე და ჩემს მეგობრებს ჯგუფი გვაქვს, სახელად „ურბანული ექსპერიმენტები“, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ფარგლებშიც 2015 წლიდან საზოგადო სივრცეების კვლევას ვაკეთებთ და ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის სემინარებსაც ვატარებთ. ჩვენი მთავარი მიდგომა არის ის, რომ პროექტის კვლევისა და დამუშვების პროცესში ის უნდა იყოს ჩართული, ვისთვისაც ეს კონკრეტული პროექტი იქნება. ამ მიდგომას "bottom up approach“ ჰქვია და სწორედ მის დანერგვას ვცდილობთ, რადგან ქალაქის დღევანდელ არქიტექტორულ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა აკლია და მთავარი პრობლემაც აქ იკვეთება“ - განმარტავს ის.

ნუცა ნადარეიშვილმა გადაცემაში მოსახლეობაზე პანდემიის გავლენა არქიტექტორული კუთხითაც შეაფასა. მისი თქმით, ხალხმა პატარა კერძო სახლების მშენებლობა დაიწყო, რაც „ლოქდაუნის“ შემდეგ ბუნებასთან სიახლოვის სურვილით აიხსნება.

ცნობისთვის, „Team Two“ არქიტექტორულ საინჟინრო კონსტრუქციული კომპანიაა, რომელიც არქიტექტორული პროექტების სრულ სპექტრს ასრულებს. ის 2019 წელს ჩამოყალიბდა და გამოცდილება, როგორც ქართულ, ასევე ამერიკულ ბაზარზე აქვს.