მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ჩემი გემოვნებით ვერ ვიხელმძღვანელებთ- კალაძე ივანიშვილის პროექტზე

6477441495bbb
BM.GE
01.06.23 00:00
966
ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ჩემი გემოვნებით ვერ ვიხელმძღვანელებთ, - ამის შესახებ კახა კალაძემ ივანიშვილის პროექტზე განაცხადა. 

ჟურნალისტის კითხვაზე, აღნიშნული პროექტი ატარებს თუ არა პოლიტიკურ მოტივს, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი უწყებები სამშენებლო ნებართვებს ურბანული და არქიტექტურული შესაბამისობის მიხედვით გასცემენ.

„ამ პროექტზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ. გამოტანილი იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე და მოწონებულია. თუ რამე ხარვეზი იქნება აღმოჩენილი, რა თქმა უნდა, მოუწევთ ამის გამოსწორება. როდესაც რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ინფორმაციას მოგაწვდით.

რაც შეეხება კითხვას, მომწონს თუ არა პროექტი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება მე მომწონდეს, ვიღაცას არ მოსწონდეს, მაგრამ ამით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ. ქალაქის ურბანულ განვითარებაზე ჩემი გემოვნებით ვერ ვიხელმძღვანელებთ. თბილისს ჰყავს შესაბამისი უწყებები, სადაც უამრავი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს. ისინი განიხილავენ მსგავს პროექტებს და ისე იღებენ გადაწყვეტილებას და არა თბილისის მერი.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ქალაქის ურბანული, სწორი განვითარება და არქიტექტურა იყოს შესაბამისობაში. როგორ ფიქრობთ, ვსხედვართ და იმას ვუყურებთ, კონკრეტული პროექტის უკან ვინ დგას, რომელი კომპანიაა, ჩვენი მხარდამჭერია, თუ ოპოზიციის და ამის მიხედვით გავცემთ ნებართვებს? შეიძლება ასე იყო წლების წინ, 2012 წლამდე. არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია.

არ იფიქროთ, ვინმეს რამეში ვადანაშაულებდე. გარწმუნებთ, რომ ამჟამად, სამშენებლო ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ ჩვენი სამსახურების მიერ. ყურადღება ექცევა იმას, ურბანულად რამდენად სწორია და არქიტექტურისთვის შესაბამისი“, - განაცხადა თბილისის მერმა.