მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქს, სადაც ბილ გეითსი და ჯეფ ბეზოსი ცხოვრობენ, ფინანსური პრობლემები აქვს

5de561dc28b70
BM.GE
03.12.19 00:20
2579
ვაშინგტონის შტატის ქალაქ მედინაში მსოფლიოს ორი უმდიდრესი ადამიანი - „მაიკროსოფტის“ დამფუძნებელი ბილ გეითსი და „ამაზონის“ აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი ცხოვრობენ. მიუხედავად ამისა, „ბიბისის“ცნობით, ქალაქი გაკოტრების პირასაა.

ქალაქის მთავრობა იმისთვის, რომ ფინანსური პრობლემები თავიდან აეცილებინა, იძულებული გახდა მოქალაქეებისთვის ეთხოვა დათანხმებულიყვნენ უძრავ ქონებაზე დამატებითი გადასახადის გადახდაზე. ადგილობრივები აღნიშნულ წინადადებას დათანხმდნენ. 

მედინაში სახლის საშუალო ფასი 2,8 მილიონი დოლარია. საშუალო შემოსავალი კი 15,5 ათასი დოლარია თვეში, რაც სამჯერ მეტია მთელ ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელზე.

ამასთან, მედინა, რომლის სახელიც საუდის არაბეთში მდებარე წმინდა ქალაქ მედინადან მოდის, ცნობილია ვილებით და მდიდრული სახლებით. მაგალითად, ბილ გეითსის სახლი 128 მილიონ დოლარადაა შეფასებული. ადგილობრივი მედიის ცნობით, მას 24 სააბაზანო აქვს.

მიუხედავად ამისა, ქალაქის ბიუჯეტი 2020 წლისთვის 500 ათასი დოლარის ოდენობის დეფიციტის რისკის წინაშეა, რაც შესაძლოა მომდევნო ექვს წელიწადში 3,3 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა, დამატებითი გადასახადის დაწესებით, ქალაქის ბიუჯეტი პრობლემების დაძლევას შეძლებს.