21.იანვარი .2022 22:19

„ქალაქური“ ექსპორტზე გადის

„ქალაქური“ ექსპორტზე გადის
views 450
უკან

თხილის, ჩირების და მურაბების მწარმოებელი კომპანია „ქალაქურის“ პროდუქცია 2022 წლის ზაფხულიდან უკრაინასა და გერმანიაში გამოჩნდება. ამის შესახებ bm.ge-ს კომპანიის წარმოების ხელმძღვანელმა, მარიამ ფინდიშვილმა განუცხადა.

“„ქალაქურის“ პროდუქცია ექსპორტზე პანდემიამდე გადიოდა, თუმცა არსებული კოვიდსიტუაციის გამო შეჩერდა. ამჟამად კვლავ განვაახლეთ მოლაპარაკებები უკრაინასთან, გერმანიასთან და ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. სავარაუდოდ, ჩვენი პროდუქცია ამ ორ ქვეყანაში ზაფხულში გამოჩნდება", - აცხადებს მარიამ ფინდიშვილი.

„ქალაქური“ 100 სახეობის პროდუქციას აწარმოებს, ესენია: თხილები, ჩირები, თხილისა და ჩირის მიქსები, ასევე მურაბები.

„ნედლეულს ვიბარებთ ადგილობრივი მოსახლეობისგან, ასევე გვაქვს ჩვენი თხილის ბაღები კახეთში და გადამამუშავებელი ქარხანა. წლის განმავლობაში დაახლოებით 10 ტონამდე თხილს ვამუშავებთ. ეს არის განსაკუთრებული ჯიშის თითა თხილი, რომელიც ნაკლები კალორიულობითა და ცხიმიანობით გამოირჩევა", - აღნიშნავს წარმოების ხელმძღვანელი.

კომპანია „ქალაქურში“ 80 ადამიანია დასაქმებული. ის ბაზარზე 2008 წლიდან ოპერირებს, რომელშიც ჩადებული პირველი ინვესტიცია მხოლოდ 100 დოლარს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა