მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალი მსჯავრდებულები ფიტნესინსტრუქტორის პროფესიას შეისწავლიან

60c71dd8b15c1
BM.GE
14.06.21 20:20
526
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, N5 (ქალთა) დაწესებულებაში დღეიდან პროფესიული მომზადების პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ქალი მსჯავრდებულები ფიტნეს ინსტრუქტორის პროფესიას დაეუფლებიან.

საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთვებიან ფიტნეს აკადემიის წამყვანი სპეციალისტები. პროექტის ავტორია “უძლიერესი ქალი საქართველოში” ვალიტა გორელჩანიკი.

კურსი 6 თვეში დასრულდება და მასში მონაწილე 17 ქალ მსჯავრდებულს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემა.

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს.

სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით ქალ მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ეძლევათ პროფესიონალ ფიტნესინსტრუქტორებად ჩამოყალიბდნენ, რაც სამომავლოდ მათი დასაქმებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა გახდება.