22.სექტემბერი .2020 00:00

Qantas-მა 7-საათიან იმიტირებულ ავიარეისზე ბილეთები 10 წუთში გაყიდა

views 471
უკან

ავიაკომპანია Qantas-ი აცხადებს, რომ 7-საათიან -იმიტირებულ რეისზე- ბილეთები 10 წუთში გაყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ავიაკომპანია აღნიშნავს, რომ Qantas-ის არსებობის ისტორიაში ეს ყველაზე უფრო სწრაფად გაყიდული რეისია.

„ადამიანებს ნადვილად ენატრებათ მოგზაურობა და ფრენა. თუ მოთხოვნა იქნება ჩვენ ისევ გავაგრძელებთ „იმიტირებული რეისების“ შესრულებას და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ არ გაიხსნება საზღვრები“, - განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ალან ჯოისმა.

Qantas-მა აღნიშნულ რეისზე გასაყიდად 134 ბიზნეს კლასის და ეკონომიური ბილეთები გამოიტანა, ბილეთების ფასი 566 აშშ დოლარიდან 2,734 აშშ დოლარამდე მერყეობდა.

როგორც გამოცემა წერს, Qantas-მდე იმიტირებული ფრენები ტაივანურმა ავიკომპანია EVA Air-მა და იაპონურმა All Nipon Airways-მაც მოაწყვეს. ორივე ავიაკომპანიამ იმიტირებული რეისი აგვისტოში შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ იმიტირებული ფრენის გამართვას Singapore Airlines-იც განიხილავს. წინასწარი მონაცემებით, ავიაკომპანია იმიტირებული ფრენის შესრულებას ოქტომბრის თვეში გეგმავს.