ავიაკომპანია Qantas-ი, ახალ გეგმასა და რეგულაციაზე მუშაობს, რომლის თანახმადაც ყველა მგზავრი, რომელიც საერთაშორისო რეისზე დაიშვება, იქნება აცრილი Covid-19-ის წინააღმდეგ. ამის შესახებ ავსტრალიური ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალან ჯოისმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვაქცინა ამიერიდან, როგორც საერთაშორისო მოგზაურებისთვის, ასევე ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის აუცილებლობა და ვალდებულება გახდება, რადგან სხვა გზა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების კუთხით არ არსებობს. ამიტომ Qantas-ი სხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
თავად კი, პირველი უმსხვილესი ავიაკომპანიაა, რომელმაც ასეთი რადიკალური ზომები მიიღო და უარი თქვა აუცრელი მგზავრების გადაყვანაზე. ეს გადაწყვეტილება იმ ურთულესი მდგომარეობის გამო მიიღეს რაც მსოფლიოში და კონკრეტულად საავიაციო სფეროში შეიქმნა. კონკრეტულად ავსტრალიის შემთხვევაში, პანდემიამ აიძულა ქვეყანა, არარეზიდენტებისთვის სრულად ჩაკეტილიყო და შეჩერდა საერთაშორისო რეისები, გარდა ახალი ზელანდიისა, ხოლო გახსნას კომპანია მომდევნო წლის შუა რიცხვებამდე არ გეგმავს.
ამის თქმის საფუძველს კი, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაცია და სიცოცხლისუნარიანი ვაქცინის შექმნა იძლევა. თუმცა აქვე გაჩნდა კიდევ ერთი საკითხი და გამოწვევა, თუ როგორ გააკონტროლონ მგზავრთა ჯანმრთელობა ავიაკომპანიებმა.
ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკება ე.წ. ჯანმრთელობის ვიზის შემუშავებაზე, რომელიც რეალურად დაეხმარება სექტორს კრიზისიდან გამოსვლაში. ასევე საუბარია ციფრული სერტიფიკატის შექმნაზე, რომელიც მობილურ ტელეფონში იქნება ჩატვირთული და ასახავს ჩატარებულ ტესტირებებსა და ანალიზებს, მათ შორის ვაქცინასაც.
მეორე საკითხი კი ვადებია და რადგან ვიცით, რომ ვაქცინა მომდევნო წლის გაზაფხულამდე არ იქნება ხელმისაწვდომი, ავიაციის სექტორს ამ პერიოდის განმავლობაში ტესტირების საერთო პროტოკოლის მიღება სურს, იმისათვის, რომ აეროპორტები გაზაფხულამდე გაჩერებული არ იყოს, როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა