მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარელში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო შენდება

60c4d3ae43c9a
მარიამ იზორია
13.06.21 00:05
1632
ქარელის რაიონში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების საწარმო შენდება, პროექტის საინვესტიციო ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარია და USAID პროგრამის თანადაფინანსებით ხორციელდება.

როგორც კომპანია „აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე bm.ge-სთან ამბობს, საწარმო 24 საათის განმავლობაში იმუშავებს და 20-30 ადამიანს დაასაქმებს, დასაქმებულებს შორის ჯერჯერობით გერმანელი და თურქი სპეციალისტები იქნებიან, შესაბამისი ტრენინგის შემდეგ კი დასაქმებულები ქართველი მუშახელით ჩანაცვლდებიან.

მისივე თქმით, დასაწყისისთვის საქართველოს ბაზარს, კოვიდვითარების დასტაბილურების შემდეგ კი საერთაშორისო ბაზრებსაც აითვისებენ.

“მშენებლობის პროცესი მალე დასრულდება, გახსნა ორი თვის წინ იგეგმებოდა, სპეციალისტების ჩამოსვლამ, რომლებიც გერმანიიდან და თურქეთიდან მოდიან, პროცესი შეაფერხა, ივნისის დასაწყისისთვის უკვე საწარმოც გაიხსნება, სარწყავ სისტემებსა და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებს ახლაც ვამონტაჟებთ, თუმცა, თურქეთიდან შემოგვაქვს, ადგილობრივი წარმოების დახმარებით კი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობა გაიზრდება, ჩვენი საწარმო სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებთან ერთად, მზისგან დამცავ ბადეებს, ასევე სარწყავ სისტემებსაც გამოუშვებს, მოთხოვნა ძალიან მაღალია, უკვე წინასწარი შეკვეთებიც გვაქვს“, - აცხადებს ავთანდილ მაისურაძე.