სამეგრელოში ძლიერი ქარისგან შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტებში არსებული ვითარება, მიმდინარე და ჩასატარებელი სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ რეგიონის მერებთან ერთად განიხილა.
„ორდღიანმა სტიქიამ საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს რეგიონს. უკვე მიმდინარეობს ზარალის დათვლა და გავქვს პირველადი მონაცემები, რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, მაგალითად 600-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი დაუზიანა, მათ შორის 30 არის საცხოვრებელი კორპუსი. ასევე დაზიანებულია სამი საჯარო სკოლის სახურავი. ელექტროენერგია არ მიეწოდება ქალაქ ფოთის უმეტეს ნაწილს და რეგიონის სამოცამდე სოფელს. ენერგო-პრო ჯორჯიას მობილიზებული ჰყავს ბრიგადები საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მიმდინარეობს სამუშაოები და ვარაუდობენ, რომ თუ ქარი ჩადგება, დღის ბოლომდე შეძლებენ დაზიანებული ობიექტების აღდგენას, თუმცა ხედავთ, რომ მეტეოროლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
სენაკში ქარისგან მოგლეჯილი ხე სამარშრუტო ტაქსის დაეცა, დაშავდა სამი მგზავრი, რომლებიც სენაკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ასევე მოგლეჯილმა ხეებმა პრობლემები შექმნა მოძრაობის მხრივ, დაზიანდა ტროტუარები, თუმცა მუნიციპალური სამსახურების სწრაფი რეაგირების შედეგად გზები გაიხსნა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ბუნებრივი აირის მილები. მაგალითად, ფოთში კუნძულის უბანში დაზიანებულია გაზის მილსადენი, სადაც აღდგენით სამუშაოებზე სამაშველო სამსახურთან ერთად სოკარ ჯორჯია გაზი მუშაობს. ანალოგიური სიტუაცია ხობში, სადაც აგრეთვე მუშაობენ სპეციალისტები ბუნებრივი აირის მიწოდების აღსადგენად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო