საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom Hause-მა მსოფლიოში ინტერნეტის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. დოკუმენტში, სადაც საქართველოზეა საუბარი, მოხვდა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტიც.
ანგარიშში ორგანიზაცია წერს, რომ პროექტი 150 მილიონი დოლარის ღირებულებით ყოფილ პრემიერს ბიძინა ივანიშვილს უნდა განეხორციელებინა, რისთვისაც დაარსდა სპეციალური ააიპ "ოფენ ნეტი", თუმცა ამ უკანასკნელმა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა ვერ მოახერხა.
Freedom Hause-ის ანგარიში 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. მიმდინარე წლის ივნისიდან კი საქართველოს მთავრობამ გურიაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი დაიწყო.
Freedom Hause-ის ანგარიშზე კომენტირებისას ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა ამბობს, რომ „ქართუ“ ახლაც მზადაა, რომ ინტერნეტიზაციის პროექტში შევიდეს, თუმცა ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ არის. მინისტრის თქმით, საპილოტე პროექტს სახელმწიფო საკუთარი სახსრებით ახორციელებს.
„ქართუმ“ თავის დროზე, როგორც ყოველთვის სჩვევია, გამოთქვა სურვილი, რომ თუ ამ მნიშვნელოვან პროექტში დაგვჭირდებოდა მათი ფინანსური მხარდაჭერა... „ქართუ“ ახლაც მზადაა, რომ ამ პროექტში შემოვიდეს.
საპილოტე პროექტს ჩვენ ჩვენი სახსრებით ვახორციელებთ და არ არის ამის საჭიროება, მაგრამ პარალელურად მსოფლიო ბანკთან ერთად მიდის პროექტირება და დეტალური დიზაინი დანარჩენი საქართველოსი. გამოიკვეთება ბიუჯეტი და თუ იქნება მსგავსი საჭიროება ჩვენ ყოველთვის გვეგულება ქართუ, მზადყოფნა აქვს დაგვეხმაროს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
ნათია თურნავამ Freedom Hause-ის ანგარიშის იმ ნაწილზეც გააკეთა კომენტარი, სადაც კიბერუსაფრთხოებაზეა საუბარი. თურნავამ აღნიშნა, რომ კიბერუსაფრთხოება ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელზეც არაერთი ქვეყანა მუშაობს.
„რა საკვირველია, ვიზიარებთ რომ კიბერუსაფრთხოება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამიტომ დაჩქარებული ტემპით ვუწყობთ ხელს ერთის მხრივ IT მიმართულების განვითარებას - პროგრამული უზრუნველყოფის შემქმნელი ორგანიზაციების მოზიდვას და ამ ტიპის ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას და მეორეს მხრივ ფიზიკური ინფრასტრუქტურა, რაც მეტი ინტერნეტიზაციისთვისაა საჭირო ეს არის Open Net-ის პროექტი ...
მინდა მოვიწვიო ყველა, ვისაც ამ პროექტის განხორციელებაში ეჭვი ეპარება ოზურგეთში და ნახავთ ეს საპილოტე პროექტი უკვე გადავიდა სამშენებლო ფაზაზე. მე ვაპირებ ამ დღეებში ჩავიდე და ჩემი თვალით ვნახო როგორ მიმდინარეობს მუშაობა“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ მთლიანობაში Open Net-ი უახლოესი 2 წლის განმავლობაში 1 000-მდე სოფელს შეუყვანს მაღალი ხარისხის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით ინტერნეტს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?