მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებს 42 მილიარდი ლარის სესხები აქვთ გაცემული

6218f8c12e5fb
შოთა ტყეშელაშვილი
25.02.22 20:00
951
2022 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედი 13 კომერციული ბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 42.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 2%-ით ნაკლებია, თუმცა სებ-ის მონაცემების მიხედვით, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე კლება 1%-ს შეადგენდა. 

ლარის გამყარება აშშ დოლარსა და ევროში ნომინირებული კრედიტების ღირებულებას ამცირებს, სწორედ ამიტომ გამყარება მთლიანი საკრედიტო პოტფელის ლარიზაციაზეც ახდენს გავლენას. იანვრის ბოლოს არსებული გამყარების გამო, სესხების ლარიზაცია 0.64 პ.პ-ით გაიზარდა და მან 49.77%-ს მიაღწია, თუმცა გაცვლითი კურსის გარეშე ეს მატება მხოლოდ 0.1 პროცენტული პუნქტი იყო.

"იანვარში პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 185.18 მლნ ლარით (0.87%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 739.11 მლნ ლარით (3.37%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 1.29%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის იანვრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.67 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.75%-ით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 13.18 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.86%-ით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

2022 წლის იანვრის განმავლობაში 0.50%-ით, ანუ 108.41 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 21.44 მლრდ ლარი შეადგინა", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.