მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობამ 37 მილიარდს გადააჭარბა

623dc541815b3
BM.GE
25.03.22 17:38
4412
ეროვნული ბანკის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქართულ ბანკებში სადეპოზიტო დანაზოგები იზრდება.

1 მარტის მდგომარეობით, ქართულ ბანკებში სულ 37,630,000,000 ლარის დეპოზიტები არის განთავსებული, რაც წინა თვესთან შედარებით 856.15 მლნ ლარით, ანუ 2.33%-ით მეტია. სებ-ის განმარტებით, დეპოზიტების ზრდა ძირითადად გაცვლითი კურსის ეფექტმა განაპირობა, თუმცა კურსის ეფექტის გარეშეც დეპოზიტების მატება 0.34% იყო.

“თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 289.24 მლნ ლარით, ანუ 1.80%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.02%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 566.92 მლნ ლარით, ანუ 2.74%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.62%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი მარტისათვის 40.75 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.67 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.14 პროცენტული პუნქტით).

თებერვალში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.32% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.00%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.96%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 83.05%, ხოლო ევროს წილმა 15.54% შეადგინა,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

რაც შეეხება ბანკების აქტივებს, ქვეყანაში მოქმედი 14 ბანკის აქტივები წინა თვეში 1.67 მილიარდი ლარით (2.8%-ით) გაიზარდა და მან 61,690,000,000 ლარს მიაღწია.