ნუშის მოყვარულებისთვის განსაკუთრებული სიახლეა - ქართულ ბაზარზე ახალი კომპანია “კნატი” გამოჩნდა, რომელიც მომხმარებლებს ოთხ სხვადასხვა სახეობის ნუშის ხემსს სთავაზობს. კნატის გემოებს შორის შოკოლადის, მარილიანი, მოხალული და დარიჩინის ნუშებია.
კნატის დამფუძნებლები გადაცემა “საქმიან დილაში” აღნიშნავენ, რომ “კნატის” წარმოების შთაგონება ნუშის ინტენსიური ბაღები გახდა, რომელთა გაშენება საქათველოში აქტიურად მიმდინარეობს.
“საქართველოში ნუშის ინტენსიური ბაღები აქტიურად შენდება. კომპანიას, რომელიც საქართველოში ნუშის ნერგების შემომტანია, საცდელი ბაღი ჰქონდა, რომლის ნახვის შემდეგაც წარმოების იდეაც გაგვიჩნდა. ჩვენი მიზანი იმპორტირებული პროდუქტისთვის კონკურენციის გაწევა იყო, დღეს დახლებზე ქართული შეფუთული ნუში ნაკლებად არის, თუ არის ძირითადად ხელნაკეთია. ჩვენ კი გვინდოდა საწარმო ხაზი ყოფილიყო.
ამ დროისთვის “კნატი” ჰიპერმარკეტებში იყიდება, მაგრამ იმისათვის, რომ პროდუქტი მასობრივი მოხმარების იყოს, საცალო მარკეტებშიც აუცილებლად შევალთ” - აღნიშნავს “კნატის” თანადამფუძნებელი ნუცა კოპალიანი.
“კნატის” საქმიანობა 1 წელს ითვლის. საწარმო ხაზის გასამართად სტარტაპს 100 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია სჭირდებოდა. დამფუძნებლებმა თანხის ნაწილი საკუთარი ძალებით მოიძიეს, დანარჩენის მობილიზება კი თიბისი ბანკის, კერძოდ, კი პროგრამა “სტარტაპერის” დახმარებით შეძლეს.
“სასიხარულოა ისეთი პროგრამების არსებობა, როგორიც “თიბისის სტარტაპერია”. ის დამწყებ მეწარმეებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. თიბისი ბანკმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენს საქმიანობაში. თავდაპირველად ეს სასესხო მომსახურება იყო, პროდუქტის შემქნის შემდეგ ბანკი “კნატის” განვითარებაში აქტიურად არის ჩართული,” - განმარტავს სტარტაპის თანადამფუძნებელი სალომე ბართიშვილი.
სტარტაპს უამრავი გეგმა აქვს. “კნატი” გაფართოებას გეგმავს, მათ შორის მიმდინარე სეზონზე წარმოებაში 2 ახალი გემოც ჩაეშვება.
“ჩვენი ბაღი მომავლ წელს სრულ მსხმოიარობაში შევა, რაც წარმადობას თავისთავად გაზრდის. მოთხოვნის შესაბამისად არც ფერმერებთან თანამშრომლობას და მათგან ნედლეულის ჩაბარებას გამოვრიცხავთ,” - ამბობს ნუცა კოპალიანი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ