მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ფინანსურ ბაზარს ფინანსური ორგანიზაციების დამხმარე პროდუქტი - "ვოლიფეი" დაემატება

5dafe7c478ebf
BM.GE
23.10.19 10:00
4588
ახალი სტარტაპი ქართულ ფინანსურ ბაზარზე - "ვოლიფეი" მომხმარებლებს ფინანსების სამართავად გამარტივებულ გზას შესთავაზებს, ხოლო ფინანსურ ორგანიზაციებს მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის ახალ პლატფორმას.

"ვოლიფეის" დირექტორი გიორგი აბულაძე განმარტავს, რომ "ვოლიფეი" პირველი ქართული პლატფორმაა არასაბანკო სექტორიდან, რომელიც MasterCard-ის საბარათე პროგრამის წევრი ოფიციალურად გახდა.

- რა შესაძლებლობებს აძლევს ვოლიფეი მომხმარებელს და ვისთვისაა განკუთვნილი თქვენი პროდუქტი?

"ვოლიფეი" ფინტექ სტარტაპ პროექტია, რომელიც ბაზარზე წლის ბოლოს შემოვა. თუმცა, ის არ არის გათვლილი მხოლოდ საცალო მომხმარებელზე. გარდა იმისა, რომ მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი ფინანსები უფრო გამარტივებულად მართონ, კომპანია ფინანსური ორგანიზაციებისთვისაც განსაკუთრებულ შეთავაზებებს ამზადებს. კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაციებს მიეცემათ შესაძლებლობა, ვოლიფეის პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს მიაწოდონ სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ფინანსური პროდუქტი, გახადონ მომხმარებლებთან ურთიერთობა უფრო თანამედროვე და პრაქტიკული. კომპანიის შეთავაზება საფინანსო კომპანიებისთვის გულისხმობს საკუთარი კომპანიის სახელით მომხმარებლისთვის Mastercard საერთაშორისო საგადახდო ბარათის შეთავაზებას ელექტრონულ საფულესთან ერთად.

- კონკრეტულად რა პროდუქტებს სთავაზობს კომპანია საფინანსო კომპანიებს?

პირველი და მთავარი პროდუქტი ეს არის საერთაშორისო საგადახდო Mastercard ბარათი, რომელსაც საფინანსო კომპანია თავის მომხმარებელს შესთავაზებს თავისივე ბრენდის ფარგლებში. გარდა ამისა, კომპანია მათ ვთავაზობთ საკუთარ მობილურ და ვებ აპლიკაციას, რომელიც ბარათთან ერთად უზრუნველყოფს ყველა საჭირო ფულად ონლაინ ტრანზაქციას, რომელიც მათ მომხმარებელს დღის განმავლობაში ესაჭიროება. საფულე აღჭურვილია თანხის მიღების, გადარიცხვის, გადახდის ფუნქციონალით, რაც დამოუკიდებლად ფინანსების განკარგვისთვისაა საჭირო. ამჟამად, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე წამყვან საფინანსო ინსტიტუტთან და უახლოეს მომავალში იხილავთ ვოლიფეის პლატფორმის საშუალებით სხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ საერთაშორისო საგადახდო MasterCard ბარათებს.

- რატომ არის კომფორტული ფინანსური ორგანიზაციებისთვის ვოლიფეისთან თანამშრომლობა?

პროდუქტი მომხმარებლისათვის ბაზარზე არსებული საგადახდო სისტემების სრულყოფილი და კომფორტული ალტერნატივა იქნება, რომელიც ფინანსური ორგანიზაციებისთვის მომსახურების შემავსებელ პროდუქტს წარმოადგენს. კომპანიის მთავარი მიზანიც საფინასო კომპანიებისთვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ამით ბაზარზე არსებული სტანდარტების ამაღლებაა. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები ვოლიფეის პლატფორმის ინტეგრაციის შემდგომ ისარგებლებენ ახალი კონკურენტული უპირატესობებით, პროდუქციის მართვისა და განვითარების ახალი შესაძლებლობით - მათი პროდუქტის პორტფელზე და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული სერვისებით, რაც ქმნის ხარჯების შემცირებისა და შემოსავლის მიღების ოპტიმალურ გადაწყვეტას. "ვოლიფეი" ოპერირებს საგადახდო სერვისის პროვაიდერი კომპანიის „მანიქოს“ ლიცენზიის ფარგლებში. საფინანსო კომპანიებს დაკავშირება შემდეგი ვებგვერდის საშუალებით შეუძლიათ: https://wallypay.eu/ka/თანამშრომლობა/  
მეტი ინფორმაციისთვის კი, ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.wallypay.eu