მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-ფრანგული 6-მილიონიანი ინვესტიციით, დმანისში მეცხოველეობის ფერმა გაიხსნა

61501ef066118
BM.GE
26.09.21 11:08
1096
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დმანისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა. ფერმა ქართულ-ფრანგგული ინვესტიციით შეიქმნა და მისი დამფუძნებელი ბიზნესმენი ჟაკ ფლოღია. მისი განცხადებით, პროექტის განხორციელება სახელმწიფო აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში მოხდა. 

ფერმაში, ფრანგული, სალერსის ჯიშის 300 სული საქონელია, რომელიც გამოირჩევა სარგებლიანობით და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ეგუება საქართველოს ბუნებრივ პირობებს.

„სახელმწიფოს მხარდაჭერისა და აგროკრედიტის გარეშე, ამ პროექტში ინვესტირებისგან თავს შევიკავებდი, რადგან პროცესი არის ხანგრძლივი. ძალიან რთულია მოგების და სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენ დაგვჭირდა მიწის გაუმჯობესება, ქვებისგან გაწმენდა, რაც ძალიან ხარჯიანი და შრომატევადია. ამ ყველაფერს სახელმწიფო აგროკრედიტის გარეშე ვერ შევძლებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა სამინისტროსგან და FAO-გან. პროექტი ღიაა ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს“, - განაცხადა მეცხოველეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“-ის დამფუძნებელმა ჟაკ ფლერიმ.

„ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქართულ ფერმერულ მეურნეობაში ახალი სიტყვაა. ინვესტიცია 6 მილიონს შეადგენს და მთლიანად აგროკრედიტია. პროექტის კონცეფცია აგებულია ისე, რომ თვითონ ფერმა და მისი საკვები ბაზა არის დაბალანსებული. დიდი კაპიტალდაბანდება ჩაიდო უშუალოდ ქვისგან მიწების გაწმენდაში, რათა ის სიკეთე, რომელიც ჩვენმა საძოვრებმა შეიძლება მოგვცეს, უფრო უკეთესად ყოფილიყო გამოყენებული და გაუმჯობესებულიყო. ჩვენს საძოვრებს, დღევანდელთან შედარებით, შეუძლია სამჯერ, ოთხჯერ მეტი სულადობა გამოკვებოს გაუმჯობესების და მეტი მოვლის შემთხვევაში. ვულოცავ ფერმის მესვეურებს თანამედროვე კონცეფციით ახალი ფერმის აშენებას და წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში“, - აღნიშნა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტის ფერმის მუშაობაში ჩართული არიან როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტები - ვეტერინარები, ნუტრიციონისტები და ტექნიკოსები.